ევროპის ათი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით ისრაელს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ლიბანში კონფლიქტის „შემდგომი გაფართოებისგან“
ევროპის ათი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით ისრაელს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ლიბანში კონფლიქტის „შემდგომი გაფართოებისგან“

ევროპის 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისრაელს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ლიბანში კონფლიქტის „შემდგომი გაფართოებისგან“ და პატივი სცეს ქვეყნის „ტერიტორიულ მთლიანობას“.

ამასთან, განცხადებაში დაგმობილია „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები, რომლებიც ირანის მხარდაჭერით ხორციელდება.

დოკუმენტში ლიდერები მოუწოდებენ ლიბანსა და ისრაელს „პირდაპირი პოლიტიკური მოლაპარაკებების“ გამართვისკენ და აღნიშნავენ, რომ ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეამციროს დაძაბულობა.

განცხადების ხელმომწერებს შორის არიან ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია და გაერთიანებული სამეფო, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.