ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ტრამპლინიდან მხტომელებმა იასპარეზეს #1TVSPORT
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე საშეჯიბრო დღეს სარბიელზე ტრამპლინიდან მხტომელები გამოვიდნენ.
საქართველო ამ შეჯიბრზე გიორგი მიქელაძემ და გიორგი დიაკონოვმა წარმოადგინეს. ინდივიდუალური ხტომების პირველ წრეში საკუთარი ძალები 45-მა ტრამპლინიდან მხტომელმა მოსინჯა, მათგან დიაკონოვი 43,7 ქულით 43-ე ადგილზე გავიდა, ხოლო მიქელაძე 32 ქულით 44-ე იყო.
ფინალში 30 საუკეთესო იასპარეზებს.
25 იანვარს სარბიელზე გავლენ ნიკოლოზ გაბულდანი (სნოუბორდი, სლოპსტაილი), ლუკა ბურდული, ლევან ნაზღაიძე, ოთარ წულეისკირი (სამთო-თხილამურები, გიგანტური სლალომი) და კოსტანტინე სუპატაშვილი (ფიგურული ციგურაობა, მოკლე პროგრამა).