ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
თორნიკე გიგაური (60კგ), მათე გველესიანი (66კგ) და თამარ გიგოლაევი (48კგ) ტურნირზე ჩვენი გუნდის გუშინდელი შედეგის განმეორებას შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველივე დღეს ორმა ქართველმა – შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (55 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ბაჩოშვილმა ფინალში ბელგიელ ასკჰაბ ისაევს შებოჭვით მოუგო, ხოლო სამადაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში იტალიელ ემილიანო ლატანზის დამატებით დროში იპონით სძლია.