ძიუდო | საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოში საქართველოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში უნგრეთის ნაკრები 4:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით მამაკაცთა შორის საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.