ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.
ირაკლი ქავთარაშვილი (73 კგ), გიორგი ბენდელიანი (81 კგ) და ნანა დოლიაშვილი (63 კგ) საქართველოს ნაკრების წინა დღეებში ნაჩვენები შედეგის გამეორებას შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ფესტივალის ძიუდოს ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს მედალია – შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55 კგ) და მათე გველესიანი (66 კგ) შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.