ევროპელთა გათვლები - ტოპ-5 ლიგა ტელერეპორტაჟების ჩაშლით ოთხი მილიარდით იზარალებს
კორონავირუსის ეპიდემიამ მთელს მსოფლიოს უდიდესი პრობლემა შეუქმნა და ცხადია, ფეხბურთი გამონაკლისი ვერ იქნებოდა. კლუბებმა მატჩების გადადების გამო დიდი დანაკლისი განიცადეს, რადგან ბილეთებიდან და ტელევიზიებიდან შემოსავლებს ვეღარ იღებენ.
Mundo Deportivo- ს შეფასებით, ესპანური კლუბები 678 მილიონ ევროს დაკარგავენ. იტალიური La Repubblica- ს თანახმად, თანხა 700 მილიონს მიაღწევს.
ჯამში, სეზონის შეჩერების გამო ევროპის ტოპ-5 ლიგის დანაკარგი დაახლოებით ოთხი მილიარდი ევრო იქნება. კონსალტინგურმა კომპანია KPMG– მა თითოეული ჩემპიონატის ზარალი მხოლოდ შეჩერებული ტელეტრანსლაციების საფუძველზე შეაფასა:
• პრემიერლიგა – 1,25 მილიარდი
• ლა ლიგა – 600 მილიონი
• სერია A – 450 მილიონი
• ბუნდესლიგა – 400 მილიონი
• ლიგა 1 – 200 მილიონი
თუ სეზონი მაინც დასრულდება, კლუბები შემოსავლის დიდ ნაწილს არ დაკარგავენ. უეფას სურს, რომ სეზონები 30 ივნისამდე დასრულდეს, შესაძლებელია, რომ ეს ესპანეთსა და იტალიას მოგვიანებით მოხერხდეს.