„ევროპელი სოციალისტები“ - ვგმობთ ამ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად
„ევროპელი სოციალისტები“ - ვგმობთ ამ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები გმობენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასმართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მიმართ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ევროპელი სოციალისტების“ თქმით, აღნიშნული შემთხვევა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან კიდევ ერთი ძალადობის გამოვლინებაა.

„ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი ძალადობის გამოვლინება. „ევროპელი სოციალისტები“ ვგმობთ ამ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“ მიიჩნევენ, რომ ქართველები და ოსები ყოველთვის იყვნენ ერთმანეთთან ძმურ, მეგობრულ ურთიერთობაში და არავის არ აქვს უფლება, ერეოდეს ორი მოძმე ერის ცხოვრებაში. მათი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის ამოქმედება.

„სახალხო დიპლომატია, ეს არის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არსებული კონფლიქტური ვითარების მოგვარების დროს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება მართებს ქვეყნის ხელისუფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.