„ევროპელი სოციალისტები“ უერთდებიან უმრავლესობის ინიციატივას არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ
„ევროპელი სოციალისტები“ უერთდებიან უმრავლესობის ინიციატივას არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ უერთდებიან საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღეს გაჟღერებულ ინიციატივას არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ მივესალმებით ამ ინციატივას. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ამით დასრულდება არჩევნების ირგვლივ არსებული პოლემიკა. მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა მოწვეულმა ექსპერტებმა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დღეს განაცხადა, რომ მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.