„ევროპელი სოციალისტები“ - საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას მხარს ვუჭერთ
„ევროპელი სოციალისტები“ - საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას მხარს ვუჭერთ

პოლიტიკური პარტია „ევროპელის სოციალისტების“ საპარლამენტო დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ევროპელმა სოციალისტებმა“ შეხვედრაზე წარადგინეს წინადადებები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარტია მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას.

„შეხვედრაზე „ევროპელმა სოციალისტებმა“ წამოაყენეს წინადადება, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში, რაც შეხვედრაზე კონსტრუქციულად იქნა აღქმული“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტების“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პარტია მზად არის, ითანამშრომლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სამუშაო ფორმატში სამომავლოდაც წარმოადგინოს არგუმენტირებული წინადადებები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

დატოვე კომენტარი