„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ მინისტრობის კანდიდატებთან ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ
„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ მინისტრობის კანდიდატებთან ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატთა ჯგუფი უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან დაგეგმილ ცალკე შეხვედრაში, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, უარი ვთქვათ, ხვალ ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში, საქართველოს პარლამენტში მინისტრების კანდიდატებთან ცალკე დაგეგმილ შეხვედრაში. ჩვენი აზრით, უმჯობესია, მსგავსი იმპერატიული შეხვედრის ნაცვლად, ჩვენი შეკითხვები და განცხადებები გავაჟღეროთ ფართო საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მუშაობაში, სადაც გვექნება ჩვენი მოსაზრებები და შეკითხვები მინისტრების კანდიდატებთან მიმართებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.