„ევროპელი საქართველოს“ წევრები ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდნენ
„ევროპელი საქართველოს“ წევრები ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდნენ

„ევროპელი საქართველოს“ წევრები ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდნენ.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, ვენეციის კომისიის ექსპერტების ინტერესის მთავარი სფერო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში გამოძიების წარმართვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა.

„იმ ღრმა პრობლემებზე ვესაუბრეთ, რაც უწყებებში არსებობს. პრობლემები ნათლად ხორავას ქუჩის საქმეში გამოჩნდა. გამოწვევები დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს აღმოავჩინეთ და შეხვედრაზე დეტალური საუბარი გვქონდა. აქ იგულისხმება პრობლემები ანგარიშვალდებულებების არარსებობის კუთხით, ასევე ერთი ადამიანის მორჩილების მიმართულებით და ფუნქციების არარსებობის თვალსაზრისით. მოსაზრებაა, რომ გამოძიების გამიჯვნის კუთხით რაღაც რეფორმა უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა კაპანაძემ.