ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში უკვე იკრიბებიან
ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში უკვე იკრიბებიან

ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში  იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ასევე იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები უკვე შევხდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრა აშშ-ში უკრაინის საელჩოში გაიმართა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან. ურსულა ფონ დერ ლაიენის, კირ სტარმერის, მარკ რუტესა და ჯორჯია მელონის გარდა, შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.