ევროკავშირის სასამართლო – ევროპელ დამსაქმებლებს შეუძლიათ, აუკრძალონ დასაქმებულებს თავიანთი პოლიტიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური მრწამსის რაიმე თვალსაჩინო ნიშნის ტარება
ევროპელ დამსაქმებლებს შეუძლიათ, აუკრძალონ დასაქმებულებს თავიანთი პოლიტიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური მრწამსის რაიმე თვალსაჩინო ნიშნის ტარება, – ამის შესახებ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული.
სასამართლოს განჩინებით, აკრძალვა უნდა აკმაყოფილებდეს დამსაქმებლის ნამდვილ საჭიროებას და ცალკეულ წევრ სახელმწიფოთა სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს კონკრეტული კონტექსტი მათ ქვეყანაში, განსაკუთრებით უფრო ხელსაყრელი ეროვნული დადგენილებები რელიგიის თავისუფლების დაცვის შესახებ.
საქმე წამოიწყო ორმა გერმანელმა დასაქმებულმა, მასწავლებელმა და მოლარემ, რომლებსაც დამსაქმებლებმა სთხოვეს, სამუშაოს დროს ისლამური შარფები არ ეტარებინათ.