მედიის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში მსოფლიო ომის ნიშნებს ხედავს
მედიის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში მსოფლიო ომის ნიშნებს ხედავს

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი უკრაინაში მსოფლიო ომის ნიშნებს ხედავს, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერსმ, სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ომის ნიშნები იკვეთება იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

„თითქმის მსოფლიო ომის პირობებში, რამდენადაც მთელი დასავლური სამყარო უკრაინელების მეშვეობით ებრძვის რუსეთს, დიდი ცვლილებები ხდება და სიტუაცია საფრთხეს უქმნის ბალკანეთსაც. როგორც ჩანს, ბალკანეთში ყველა ელოდება მეორე ტურს, დიდი ვნებით, ემოციებით და სიძულვილით. ეს ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი საუკუნე“, – განაცხადა ვუჩიჩმა.