ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 49-ს მიაღწია
ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 49-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გერმანიაში სტიქიას 43 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
რთული ვითარებაა ნიდერლანდებსა და ბელგიაშიც. ბელგიაში წყალდიდობას ექვსი ადამიანი შეეწირა. ლიეჟის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს.
გერმანიის რამდენიმე დასახლებაში სტიქიის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურდა. მოქალაქეებს ურჩევენ, გადადუღებული წყალი მიიღონ.
უხვი ნალექის გამო შვეიცარიის მდინარეებსა და ტბებში წყლის დონე მაქსიმუმს აღწევს. ხელისუფლება სანაპიროს გამაგრებით სამუშაოებს უკვე რამდნიმე დღეა, ატარებს.
წყალდიდობის საფრთხე გამოაცხადეს საფრანგეთის ცხრა რაიონშიც.