ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა
ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა. მედიის ინფორმაციით, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა, 90 ადამიანი რაინლანდ-პალატინატის რეგიონში დაიღუპა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულ ზონად მიიჩნევა. დაკარგულად ითვლება 1 300-მდე ადამიანი. 43 ადამიანი კი რაინ-ვესტფალიაში გარდაიცვალა.

ბელგიაში დაღუპულთა რაოდენობა 20-ს შეადგენს, სადაც 20 ივლისი გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

ამასთან, ქალაქ ლიეჟში დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის გამოყვანას საფრანგეთიდან, იტალიიდან და ავსტრიიდან ჩასული მაშველები ცდილობენ.

დატოვე კომენტარი