ევროპაში ინტერნეტ მონაცემთა უმსხვილესი ფირმის სერვერები დაიწვა
ევროპაში ინტერნეტ მონაცემთა უმსხვილესი ფირმის სერვერები დაიწვა

ხანძრის შედეგად ევროპაში ინტერნეტ მონაცემთა უმსხვილესი ფირმის სერვერები დაიწვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ფრანგული კომპანია OVHcloud-ის სტრასბურგში მდებარე მონაცემთა ბაზას ცეცხლი გუშინ ღამით გუჩნდა. შედეგად შენობაში განთავსებული ოთხი მონაცემთა ცენტრიდან ერთ-ერთი განადგურდა და კიდევ ერთი დაზიანდა. ამასთან, ორი მონაცემთა ცენტრი დროებით გათიშეს.

OVHcloud 1999 წელს შეიქმნა და ის ამაზონ ვებ სერვისის, მაიკროსოფტს აზურის და გუგლ ქლაუდის კონკურენტია. მის კლიენტებს შორის არის საფრანგეთის მთავრობა, პომპიდუს ცენტრი და კრიპტოვალუტის ბირჟა „დერიბიტი“.

სტრასბურგში მდებარე მონაცემთა ბაზის შენობა ერთ-ერთია იმ 17 ცენტრს შორის, რომელიც კომპანიას საფრანგეთში აქვს.

ხანძრის შემდეგ კომპანიის კლიენტებმა მათ ვებგვერდებზე და ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა ვერ შეძლეს, თუმცა ჯერ უცნობია, დაიკარგა თუ არა მათი მონაცემები.