ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაური - შავ ზღვაში ჩვენი პოზიციები განვამტკიცეთ და ამაში შესანიშნავი მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოსა და უკრაინისგან
ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაური - შავ ზღვაში ჩვენი პოზიციები განვამტკიცეთ და ამაში შესანიშნავი მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოსა და უკრაინისგან

შავ ზღვაში ჩვენი პოზიციები განვამტკიცეთ და ამაში შესანიშნავი მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოსა და უკრაინისგან, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაურმა, ტოდ უოლტერსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროატლანტიკურ სივრცეში ბევრი გამოწვევა არსებობს. გამოწვევებს შორის გენერალმა უოლტერსმა მეტოქეების მხრიდან განხორციელებული მავნე აქტივობები დაასახელა.

„შავ ზღვაში ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი პოზიციები და ამაში შესანიშნავი მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოსა და უკრაინისგან. ამერიკულმა სამხედრო გემებმა – „პორტერმა“ და „დონლად კუკმა“ სულ ახლახან მონაწილეობა მიიღეს შავ ზღვაში გამართულ სწავლებაში. ეს იყო ურთიერთთავსებადობის განვითარების ნათელი მაგალითი“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

დატოვე კომენტარი