ევროპაში მყოფი 2 600 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალი თვითიზოლაციაშია
ევროპაში მყოფი 2 600 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ განცხადება პენტაგონში გააკეთეს.
როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, სამხედროები ინფიცირებულები არ არიან, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მათ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ადამიანებთან ჰქონდათ კონტაქტი.
ამასთან, პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, კორონავირუსის დიაგნოზი ევროპაში მყოფ 35 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს უკვე დაუდგინეს.