ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა
ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა

ევროპა მსოფლიოში პირველი რეგიონი გახდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მსოფლიო მასშტაბით ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 30%-მდეა აღრიცხული.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

თებერვალში ევროპის ქვეყნებს შორის საფრანგეთი პირველი გახდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რვა თვის შემდეგ რეგიონში მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 250 ათასს მიაღწია. ამასთან, გარდაცვლილთა რაოდენობის 250 ათასიდან 500 ათასამდე გაზრდას მხოლოდ 60 დღე დასჭირდა.

ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს იტალია იკავებს.