ევროპაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა
ევროპაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა

ევროპაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 15 მილიონს გადააჭარბა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ევროპის კონტინენტზე ყოველ ოთხ დღეში ერთხელ შემთხვევების რაოდენობა ერთი მილიონით იზრდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ევროპაში გამოვლენილია დაინფიცირების 15 06 656 შემთხვევა, მათ შორის 344 401 პაციენტი გარდაიცვალა. „როიტერი“ წერს, რომ ევროპის მასშტაბით, შემთხვევების ერთი მესამედი აღმოსავლეთ ევროპაში, ჩეხეთში, პოლონეთში, რუსეთსა და უკრაინაში ფიქსირდება.