ევროპაში გაზის ფასმა 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა
ევროპაში გაზის ფასმა 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა

„გაზპრომის“ განცხადების ფონზე, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთის ნაკად ერთზე სარემონტო სამუშაოების გამო მილსადენის მუშაობას აჩერებს, ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის თვის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გაზი უკვე 8 პროცენტით გაძვირდა.

გერმანიაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უფრო მეტად შეუმციროს გაზის მიწოდება და მოსახლეობას კვლავ ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ წინ ძალიან კრიტიკული ზამთარი გვაქვს. უნდა ველოდოთ,რომ პუტინი კიდევ შეამცირებს გაზის მოწოდებას“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა.