ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი 15 წელიწადში ჩინეთთან ომს არ გამორიცხავს

11:32, 25.10.2018

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი 15 წელიწადში ჩინეთთან ომს არ გამორიცხავს.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ჰოჯესმა თქვა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარი თავდაცვისთვის მეტი უნდა გააკეთონ, რადგან აშშ-ს საკუთარი ინტერესების დასაცავად ფოკუსირება წყნარი ოკეანეთის მიმართულებით დასჭირდება.

„აშშ-ის სჭირდება ძალიან ძლიერი ევროპული საყრდენი. ვფიქრობ, 15 წელიწადში – ეს არ არის გარდაუვალი – მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენ ჩინეთთან ომში ვიქნებით”, – აღნიშნა ამერიკელმა გადამდგარმა გენერალმა.

ბენ ჰოჯესი აშშ-ის ევროპულ სარდლობას 2014-2017 წლებში ხელმძღვანელობდა. ამჟამად კი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სტრატეგიული ექსპერტია.

მსგავსი