ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას შუქი ჩაქრა [ვიდეო]

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხის განხილვისას ელექტროენერგია გაითიშა.

შუქის ჩაქრობის გამო, სხდომაზე მცირე შესვენება გამოცხადდა. ამ დროისთვის, პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა დებატები არ განახლებულა.

ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება.