ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში დაამტკიცა

19:16, 16.09.2020

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა. პლენარულ სესიაზე დოკუმენტს 552 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 61 იყო, ხოლო თავი შეიკავა ევროპარლამენტის 78-მა წევრმა.

ანგარიშის ავტორი საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების წევრი, ესტონელი დეპუტატი სვენ მიქსერია.

​ფინალურ კენჭისყრამდე ორი დღით ადრე ევროპარლამენტში ანგარიშის განხილვა გაიმართა.

მსგავსი