ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სისხლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცა
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა
22 ოქტომბერს, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ აზრის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიენიჭა, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
„ევროკავშირი მრავალმხრივობას და საერთაშორისო ინსტიტუტების პატივისცემას ეფუძნება“, – განაცხადა მეცოლამ სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დასაცავად ჩატარდა.