ევროპარლამენტმა ლიეტუველ ევროპარლამენტარს, პეტრას გრაჟულისს სამართლებრივი იმუნიტეტი ჩამოართვა
ევროპარლამენტმა ლიეტუველ ევროპარლამენტარს, პეტრას გრაჟულისს სამართლებრივი იმუნიტეტი ჩამოართვა. პოლიტიკოსს ადანაშაულებენ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანთა ჯგუფის ან პიროვნების საჯარო დაცინვასა და უპატივცემულობის გამოხატვაში.
ლიეტუვური მედიის ცნობით, 2022 წლის მაისში, როდესაც ლეტუვის პარლამენტი ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის კავშირის აღიარების კანონპროექტს განიხილავდა, გრაჟულისი პლენარული სესიის დარბაზიდან გასვლისას შეხვდა LGBTQ+ თემის რამდენიმე წარმოამდგენელს და მათ სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა.
ლიტველი პროკურორების თქმით, გამოძიების დროს შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ გრაჟულისი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და ის ინფორმირებული იყო, რომ მის კომენტარებს მედია იღებდა.
ლიეტუვის სისხლის სამართლის კოდექსით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ევროპარლამნტმა გრაჟულისის საქმის განხილვა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც მას ლიეტუვის პროკურორმა, ნიდა გრუნსკიენემ სექტემებრში ფორმალურად მიმართა.
პეტრას გრაჟულისმა ევროპარლამენტის წევრის მანდატი გასულ წელს მოიპოვა.