ევროპარლამენტმა ევროკომისიას კანონის უზენაესობის დარღვევაზე უმოქმედობის გამო უჩივლა
ევროპარლამენტმა ევროკომისიას კანონის უზენაესობის დარღვევაზე უმოქმედობის გამო უჩივლა

ევროპარლამენტმა ევროკომისიას უჩივლა იმის გამო, რომ არ გამოიყენა მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის გამო წევრ ქვეყნებს შეუჩეროს დაფინანსება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამჟამად ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებას ევროკავშირის კანონის უზენაესობის სავარაუდო დარღვევის გამო, ხოლო ფინანსური მექანიზმის გამოყენებაზე უარი განაცხადა, რადგან ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ მისი მართებულობის დამტკიცება მომავალ წლამდე გადადო.

ევროპარლამენტის განცხადებით კი, ევროკომისია სახელშეკრულებო კანონით უფლებამოსილია, გამოიყენოს მექანიზმი მისი ძალაში შესვლისთანავე და არ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მის მართებულობასთან დაკავშირებით.

მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, პოლონეთი და უნგრეთი ათობით მილიარდ ევროს დაკარგავენ, რომელსაც ისინი ევროკავშირისგან იღებენ, როგორც წევრი სახელმწიფოები.