ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი დაამტკიცა
ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი დაამტკიცა. ევროპარლამენტის 548 წევრმა შვიდწლიან ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, 81 წინააღმდეგი იყო. ხმის მიცემისგან კი თავი 66-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა.

მრავალწლიანი ბიუჯეტი 1, 074 ტრილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს.

მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს რეგულაცია და ინსტიტუციური შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდგომაც ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის თქმით, ეს ისტორიული ბიუჯეტია ისტორიული მომენტისთვის, რომელიც „კოვიდ-19“-ის მიერ შექმნილი დრამატული კრიზისიდან გამოსვლაში დაგვეხმარება. სასოლის განცხადებით, ეს ახალ დასაწყისს – უფრო მწვანე და სამართლიან ევროპას ჩაუყრის საფუძველს.

დატოვე კომენტარი