ევროპარლამენტმა ბრექსიტზე მოლაპარაკებების მეორე ფაზაზე გადასვლას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა ბრექსიტზე მოლაპარაკებების მეორე ფაზაზე გადასვლას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლასთან დაწყებული მოლაპარაკებების მეორე ფაზაზე გადასვლას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბრექსიტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების პირველი ფაზა 8 დეკემბერს დასრულდა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან კლოდ იუნკერმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა  ტერეზა მეიმ 15-გვერდიან ანგარიშს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტში დადასტურებულია, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების საკითხზე, ასევე გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ ვალდებულებებზე.

მოლაპარაკებების პირველი ფაზის ერთ-ერთი სადავო საკითხი ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარს უკავშირდება.

ევროკავშირს ე.წ „მკაცრი საზღვრის“ პრინციპი არ მოსწონს, ტერეზა მეის მოკავშირეები კი ჩრდილოეთ ირლანდიისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების წინააღმდეგები არიან.

მოლაპარაკებები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ბრიუსელში 19 ივნისს დაიწყო.

ეს პროცესი 2018 წლის დასასრულამდე უნდა გაგრძელდეს. უკვე შემდეგ კი მხარეებს 6 თვე ექნებათ, რათა შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინონ.