ევროპარლამენტმა ავტოპარკის ხარჯზე ნახშიროჟანგის 45-პროცენტიან შემცირებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა ავტოპარკის ხარჯზე ნახშიროჟანგის 45-პროცენტიან შემცირებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ავტოპარკის ხარჯზე ნახშიროჟანგის 45-პროცენტიან შემცირებას მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, 2025 წლისთვის მიზანი ნახშირორჟანგის დონის 20%-იანი შემცირებაა.

ევროპარლამენტში დამტკიცების შემთხვევაში, ევროდეპუტატებს და 28 ქვეყნის მთავრობებს შორის რთული მოლაპარაკებებია მოსალოდნელი.

ავტოინდუსტრიის მქონე ქვეყნები შიშობენ, რომ მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილებზე შესაძლოა, უარყოფითად აისახოს. იმისათვის, რომ კანონმა საბოლოო სახე მიიღოს, წევრი ქვეყნების ყველა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ევროკავშირის მიზანი სათბური გაზების 1990 წლის მაჩვენებლამდე შემცირებაა. ელექტრონული ავტომობილების წარმოების წასახალისებლად, ევროკავშირი საკრედიტო სისტემას აამოქმედებს.

დატოვე კომენტარი