ევროპარლამენტის წევრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
ევროპარლამენტის წევრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

ევროპარლამენტის წევრი, პოლონელი კანონმდებელი ანა ფოტიგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ევროდეპუტატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„რუსული საოკუპაციო ძალებისა და ოსური ფორმირებების კონცენტრაცია ქართულ სოფელ ჩორჩანასთან პროვოკაციისა და ესკალაციის საფრთხეს წარმოადგენს. საჭიროა მტკიცე საერთაშორისო პასუხი. აქედან მოდის ჩემ მიერ ინიციირებული შესწორება ევროკავშირის 2020 წლის ბიუჯეტისთვის, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს“, – წერს ანა ფოტიგა.