ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ოტმარ კარასი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ოტმარ კარასი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში მრავალი ადამიანისთვის, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა  მადრიდში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.

„ევროპარლამენტმა ხმამაღლა აღნიშნა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში მრავალი ადამიანისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის ჩვენი პერსპექტივა და საერთო ხედვა. ახლა უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ ევროკავშირში და ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში“, – განაცხადა ოტმარ კარასმა.