ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ოტმარ კარასი - ევროპული კავშირი უნდა გაფართოვდეს, ახალ გეოპოლიტიკურ სამყაროში ყველა დემოკრატიული სახელმწიფო უნდა გავაერთიანოთ ევროკავშირში
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ოტმარ კარასი - ევროპული კავშირი უნდა გაფართოვდეს, ახალ გეოპოლიტიკურ სამყაროში ყველა დემოკრატიული სახელმწიფო უნდა გავაერთიანოთ ევროკავშირში

რასაკვირველია, ევროპული კავშირი უნდა გაფართოვდეს, ახალ გეოპოლიტიკურ სამყაროში ყველა დემოკრატიული სახელმწიფო უნდა გავაერთიანოთ ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა საქართველოს პირველ არხს მადრიდში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.

ოტმარ კარასის თქმით, საჭიროა მთელ რეგიონზე ფიქრი.

„სპეციფიკური სიტუაცია გვაქვს საქართველოსა და მოლდოვაში, ომი გვაქვს უკრაინაში და ძალიან ძლიერი ოპოზიციური დემოკრატიული მოძრაობა ბელარუსში. ამ ეტაპზე ჩვენი პირველი ნაბიჯი ომის დასრულებაა და შემდეგ უკვე იმ შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს შიგნით ახალ ტალღას ეხება. ყველა ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, ეს თქვენ იცით და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ, პოლიტიკური ნება გვაქვს, მაგრამ ასევე გვაქვს რეგულაციები და ღირებულებები, რომლებსაც რეფორმებით უნდა დაეწიოთ. რასაკვირველია, ევროპული კავშირი უნდა გაფართოვდეს და უნდა გავაღრმაოთ. ევროკავშირი გლობალური მოთამაშე უნდა იყოს. ასე რომ, ახალ გეოპოლიტიკურ სამყაროში ყველა დემოკრატიული სახელმწიფო უნდა გავაერთიანოთ ევროკავშირში“, – განაცხადა ოტმარ კარასმა.