ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს
ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს

ევროდეპუტატებმა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს.

სასოლის არჩევა ხმის მიცემის მეორე რაუნდის შედეგად გახდა შესაძლებელი. მას 345-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

დევიდ-მარია სასოლისოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრია. მან ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანტონიო ტაიანი შეცვალა.

63 წლის დევიდ-მარია სასოლი ყოფილი ჟურნალისტია. მან ჟურნალისტური კარიერა 2009 წელს დაასრულა და იტალიის „დემოკრატიული პარტიის“ წევრი გახდა. ის პირველად ევროპარლამენტის წევრად 2009 წელს აირჩიეს. 2014 წლის პირველ ივლისს ის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. დევიდ-მარია სასოლი მეშვიდე იტალიელი გახდა, რომელმაც ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

​ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე სასოლის მეტოქეები გერმანიის, ესპანეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები იყვნენ. დღესვე ევროპარლამენტის წევრები 14 ვიცე-პრეზიდენტს აირჩევენ.