ევროპარლამენტის თავმჯდომარე - ბენიტო მუსოლინიმ იტალიაში უამრავი გზა, ხიდი და შენობა ააშენა
იტალიური მედია და პოლიტიკური წრეები ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ანტონიო ტაიანის აკრიტიკებენ. მიზეზი გახდა მაღალჩინოსნის მიერ ფაშისტური რეჟიმის ლიდერის, ბენიტო მუსოლინის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, რომელშიც ევროპარლამენტის თავმჯდომარმე თქვა, რომ მუსოლინიმ იტალიისთვის უამრავი პოზიტიურ რამ გააკეთა.
„მუსოლინი? სანამ ის მთელ მსოფლიოს ომს გამოუცხადებდა და სანამ მხარს დაუჭერდა ებრაელების წინააღმდეგ მიმართულ რასისტულ კანონს, მან ბევრი პოზიტიური რამ გააკეთა იტალიისთვის, განსაკუთრებთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მე არ ვარ ფაშისტი, არც არასდროს ვყოფილვარ და არ ვიზიარებ მუსოლინის პოლიტიკურ ხედვებს, მაგრამ უნდა ვიყოთ გულწრფელები, მან ააშენა გზები, ხიდები შენობები… მან იტალიის ბევრი მხარე აღადგინა“, -განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ,
ევროპარლამენტარებმა და იტალიელმა პოლიტიკოსებმა აღნიშნული განცხადების გამო, ტაიანი მკაცრად გაკიცხეს.