ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე – ევროპამ ურყევად უნდა შეინარჩუნოს თავისი კურსი და მხარი დაუჭიროს უკრაინას, რადგან ამ ეტაპზე აშშ-ზე დაყრდნობა შეუძლებელია

15:28, 11.10.2026

ევროპამ ურყევად უნდა შეინარჩუნოს თავისი მკაფიო კურსი და მხარი დაუჭიროს უკრაინას, რადგან ამ ეტაპზე აშშ-ზე დაყრდნობა შეუძლებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა განაცხადა.

ევროპარლამენტის წევრის თქმით, ტრამპი ზელენსკის გადადგომისკენ თუ მოუწოდებს, ის აშკარად მკვლელის მხარეს დგას.

ციმერმანის განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობაზე გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ უკრაინელები თავისუფალ არჩევნებში და არა თეთრი სახლი, რა თქმა უნდა, არც კრემლი.

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს და მისმა მსხვერპლებმა შესაბამისი მხარდაჭერა მიიღონ.

„მოკავშირეებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ბოლო თავდასხმებით ტრამპი ასუსტებს დასავლეთს და აზიანებს დემოკრატიას. ბევრ ამერიკელსაც ამის სჯერა. ამიტომ ევროპამ მტკიცედ უნდა დაიცვას მკაფიო კურსი და მხარი დაუჭიროს უკრაინას, რადგან აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება“, – აღნიშნა მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა.

მსგავსი