ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის ხსოვნას პატივი მიაგეს. დავიდ სასოლი გასულ კვირას 65 წლის ასაკში ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მემორიალურ სხდომაზე ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და სხვა ევროპელი მაღალჩინოსნები. სხდომას ესწრებოდნენ სასოლის მეუღლე და შვილები.
დავიდ სასოლი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან იკავებდა და მას უფლებამოსილების ვადა იანვრის ბოლოს ეწურებოდა. ევროპარლამენტის წევრები ახალ პრეზიდენტს დღეს აირჩევენ.