ევროპარლამენტის სესიაზე რუსული პროპაგნდის საკითხს განიხილავენ
ევროპარლამენტის სესიაზე რუსული პროპაგნდის საკითხს განიხილავენ

ევროპარლამენტის სესიაზე რუსეთის პროპაგანდასა და ევროპაში არჩევნებზე მის გავლენაზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარჯორი ვან დენ ბროკმა განაცხადა.

ევროპარლამენტის სესია 15-18 იანვარს გაიმართება.

„ყოველთვიურად თითო პოლიტიკურ ფრაქციას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს აქტუალური თემა დებატებისთვის. ამჯერად ამას „ევროპის სახალხო პარტია“ აკეთებს, რომელმაც აარჩია თემა „რუსეთი და რუსული პროპაგანდის გავლენა ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა.

რუსული პროპაგანდის საკითხს ევროპარლამენტში 17 იანვარს განიხილავენ.

მანამდე ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

შესაბამისი წერილით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ფედერიკა მოგერინის დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმართეს.