ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის, ბერნდ ლანგეს განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას ალტერნატივა არ აქვს და ამან შესაძლოა, ტრამპი გააბრაზოს

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის, ბერნდ ლანგეს განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას ალტერნატივა არ აქვს.

როგორც ლანგემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტზე მუქარით აშშ ძირს უთხრის ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარამ ევროპული ქვეყნებისთვის ახალი ტარიფების დაწესების შესახებ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება დაარღვია.

ბერნდ ლანგემ აღნიშნა, რომ შეთანხმების შეჩერებამ, შესაძლოა, დონალდ ტრამპი გააბრაზოს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრებმა აშშ-სა და ევროპას შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი შეაჩერეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი 10%-იანი ტარიფებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის დაკავების შესახებ მის გეგმას ეწინააღმდეგებიან.