ევროპარლამენტის არჩვნები 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართება
ევროპარლამენტის არჩვნები 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართება

ევროპარლამენტის არჩვნები 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართება. შესაბამისი თარიღი ევროპარლამენტმა დაამტკიცა.

დეპუტატებმა ევროკავშირის საბჭოს მიერ შეთავაზებულ თარიღს 492 ხმით დაუჭირეს მხარი.

აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით ევროპარლამენტის არჩევნები  დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ გაიმართება, შესაბამისად, მასში 27 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპარლამენეტში დიდი ბრიტანეთის 73 მანდატი  ევროკავშირის სხვა წევრებს შორის გადანაწილდება.