ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო თანამდებობიდან გადადგა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით რთული საღამო იყო, წავაგეთ. ხვალიდან მე აღარ ვიქნები პრემიერ-მინისტრი“, – განუცხადა დე კროომ მხარდამჭერებს აქციაზე.
ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე მემარჯვენე ნაციონალისტურმა „ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა“ (N-VA) პირველი ადგილი დაიკავა. ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შედეგების მიხედვით, ალიანსმა 22 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილზე Vlaams Belang-ი გავიდა, ხმათა 17,5 პროცენტით. პარტია Vooruit-მა ხმების დაახლოებით 10,5 პროცენტი დააგროვა.
დე კროს პარტიამ კი ხმათა შვიდ პროცენტზე ნაკლები მიიღო, რითიც ძალიან ჩამორჩება ულტრამემარცხენეებს.