ევროპარლამენტი სტრასბურგში სესიებს სულ მცირე მარტამდე არ განაახლებს
ევროპარლამენტი სტრასბურგში სესიებს სულ მცირე მარტამდე არ განაახლებს

ევროპარლამენტი სტრასბურგში სესიებს სულ მცირე მარტამდე არ განაახლებს. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლიმ მიიღო. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„ევროპარლამენტის ნაწილობრივ დისტანციური სხდომები იანვარსა და თებერვალში ბრიუსელში გაიმართება. ევროპარლამენტის ჩვეული პროცედურებით შეკრება პანდემიის გამო ჯერ კიდევ საშიშია“, – განაცხადა სასოლიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპარლამენტის სესიების გადადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოთქვა. თუმცა, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომაროება მისთვის პრიორიტეტულია, ხოლო პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მგზავრობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.