ევროპარლამენტი პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებაზე უარს ამბობს
ევროპარლამენტი პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებაზე უარს ამბობს

ევროპარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპობრივად უარი თქვას სასადილოში პლასტმასის ბოთლებისა და სხვა პლასტმასის ერთჯერადი ნაწარმის გამოყენებაზე. ამის შესახებ  ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პლასტმასის ბოთლების გამოყენების შესაზღუდად, ევროპარლამენტის შენობაში დამონტაჟდა სასმელი წყლის 166 შადრევანი.

პლასტმასის ბოთლების გამოყენება პირველ ეტაპზე იმ სხდომებზე იკრძალება,რომელთა ხანგრძლივობა საათ-ნახევარზე ნაკლებია.