ევროპარლამენტარი საჯად კარიმი - საქართველოს პრეზიდენტს ესმის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სიღრმე 
ევროპარლამენტარი საჯად კარიმი - საქართველოს პრეზიდენტს ესმის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სიღრმე 

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა და პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩამოვიდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საჯად კარიმმა ​სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული საუბარი. საქართველოს პრეზიდენტს ესმის სიღრმე და სრული დინამიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების. ეს გვაძლევს საუკეთესო საშუალებას, ავაგოთ მომავალი ურთიერთობები. გადავხედოთ ბოლო 10 წელს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობებში ასეთ პროგრესს მიაღწევდნენ“, – განაცხადა საჯად კარიმმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.