ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე – საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გსურს სტალინის ქანდაკებებით?
საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გსურს სტალინის ამ ქანდაკებებით? – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „ტვიტერში“ წერს და როგორც თავად აღნიშნავს, თბილისის აეროპორტის მაღაზიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ის, რასაც ახლა პუტინი აკეთებს უკრაინაში, არის დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობა.
„საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გსურს სტალინის ამ ქანდაკებებით? ბოლოს და ბოლოს, ის, რასაც პუტინი ახლა აკეთებს უკრაინაში, არის დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილი“, – წერს ევროპელი დეპუტატი.
#Georgia – are you sure you want to join the EU with those Stalin statues? After all, what Putin is doing now in Ukraine is the legacy of undefeated Stalinism. Tbilisi airport shop. Shame pic.twitter.com/WKFAbuKp4V
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) March 17, 2022