ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი - ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების დასახმარებლად „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს
ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი - ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების დასახმარებლად „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების დასახმარებლად 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, – ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ, აღმოსავლეთ პარტნიორობასთნ დაკავშირებულ სესიაზე განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის მიზანია, პარტნიორ ქვეყნებთან ამბიციური და მოქნილი პარტნიორობა, რომელიც მოსახლეობამდე კონკრეტული შედეგების მიტანას განაგრძობს.

„ნება მიბოძეთ ყურადღება გავამახვილო აღმოსავლეთ სამეზობლოზე. ჩვენი მიზანია, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ავაშენოთ ამბიციური, მოქნილი და ინკლუზიური პარტნიორობა, რომელიც მოსახლეობამდე კონკრეტული შედეგების მიტანას განაგრძობს. ამ კონტექსტში, ვამაყობ, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების დასახმარებლად 2.5 მილიარდ ევროს უზრუნველყოფს „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს. რაც შეეხება გრანტებს, ეს მოიცავს არსებით მაკროფინანსურ დახმარებას სესხებში, ძალიან ხელსაყრელი პირობებით. ეს დაეხმარება ქვეყნებს დაფარონ დაუყოვნებლივი, სასწრაფო ფინანსური საჭიროებები და გააძლიერონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს კრიზისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამძლეობა“, – განაცხადა ოლივერ ვარჰელიმ.