ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო - საქართველო ახალი ბელარუსი ხდება? ჩვენ რას ვაკეთებთ?
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველო ახალი ბელარუსი ხდება? ჩვენ რას ვაკეთებთ?“, – წერს ლუაზო X-ში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.