სლოვაკი ევროპარლამენტარი მიროსლავ რადაჩოვსკი - უკრაინაში ომი არის აშშ-ის და მისი გლობალური ინტერესების პრობლემა, ევროკავშირი კი აშშ-ის ვასალია
სლოვაკი ევროპარლამენტარი მიროსლავ რადაჩოვსკი - უკრაინაში ომი არის აშშ-ის და მისი გლობალური ინტერესების პრობლემა, ევროკავშირი კი აშშ-ის ვასალია

ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების ვასალია, – ამის შესახებ სლოვაკმა ევროპარლამენტარმა, მიროსლავ რადაჩოვსკიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომი არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი გლობალური ინტერესების პრობლემა.

„მოდით, შევწყვიტოთ სლავების მკვლელობის მხარდაჭერა, რადგან თუ არ გაჩერდებით, შეიძლება მოხდეს ის, რომ ჩვენ, სლავები გავერთიანდებით, ძმა ძმასთან. მე მჯერა, ერთ დღესაც ჩვენ გავერთიანდებით და დასავლეთ ევროპას მდელოდ ვაქცევთ, ტატრების მთებიდან ლა მანშამდე. უკრაინაში ომი არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი გლობალური ინტერესების პრობლემა. ევროკავშირი კი ამერიკის შეერთებული შტატების ვასალია“, – განაცხადა რადაჩოვსკიმ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამავე დროს, რადაჩოვსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებით გამოვიდა, თუმცა აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.

მიროსლავ რადაჩოვსკი წარსულში მოსამართლე იყო, ამჟამად ის ევროპარლამენტის წევრია. ასევე, როგორც ცნობილია, რადაჩოვსკი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.