ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იმსახურებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს
ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იმსახურებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

ევროპარლამენტარ იოზას ოლეკასის განცხადებით, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იმსახურებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად იმსახურებს უკრაინა, რომელიც დღეს საკუთარი ხალხის სიცოცლხის ფასად იცავს ევროპულ ღირებულებებს.

„მინდა, მივულოცო ევროკომისიას ობიექტური შეფასება, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იმსახურებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ყველაზე მეტად კი უკრაინა, რომელიც დღეს საკუთარი ხალხის სიცოცხლის ფასად იცავს ევროპულ ღირებულებებს. მათ მიიღეს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მაგალითად, მათ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო დახმარების მიწოდებით და აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით. მჯერა, მომავალში ამ სამ ქვეყანას შეუერთდება ბელარუსიც, რომელიც გახდება დემოკრატიული. თუმცა ჩვენ ასევე არ უნდა დავივიწყოთ ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, უპირველეს ყოვლისა უნდა ვისაუბროთ ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთზე. მათი პროგრესი, მათი მზადყოფნა, დაიწყონ მოლაპარაკებები, უკვე დამტკიცებულია, ახლა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, საბჭო იქნება ერთიანი. ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო და მშვიდობიანი ევროკავშირი“, – განაცხადა იოზას ოლეკასმა.